კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ხანდახან ღმერთო:

ხანდახან ტანჯვით

ვიხსენებ ხოლმე

საკუთარ სახეს!

და როგორც კედელს

ტუსაღის ჯაჭვი

ჩემი ქვითინი ასკდება სარკეს:

ხალხი კი მიდის,

ხალხი გროვდება,

ჩემს სანახავად - და საღამომდის

ტუჩებს მითუთქავს

სხვისი გოდება,

ყელიდან სხვისი სული ამომდის.

და მძიმე, როგორც

ვეშაპის ლეში,

სხვისი წუხილი მკიდია მხრებზე,

სხვის ნაცვლად

ვკვდები სინათლის წრეში,

სხვის ჩიტებს ვუსმენ,

სხვის სატრფოს ვეძებ.

სხვისი ოცნებით

და სხვისი დარდით

წვალობს და იბრძვის

გონება ჩემი...

მერე გაკრთება

ბავშვობის ლანდი,

ინთება ჭაღი და...

მარტო ვრჩები.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

მსგავსი თემები