პოეტს ყველაფრის, პოეტს ყველაფრის, ზეცამ ყველაფრის მისცა უფლება: კრივში დანდობის, თასზე ხელ-აკვრის... პოეტი - ფრენა და ჩამუხლება. პოეტს ყველაფრის, ზეცამ ყველაფრის მისცა უფლება: ლოცვა ხელადის, კიცხვა კელაპტრის... პოეტი - ხოტბა და დაუბრება. უფლება ხვევნის, შეშლილ ამბორის; სამეფო ენის თუ კილოკავის, აშკარა სიტყვის თუ მეტაფორის. დარდის, იმედის, ცრემლის შიმშილის, ოქროს კალათის... მხოლოდ იმ ერთის, მხოლოდ იმ ერთის, პოეტს უფლება არ აქვს ღალატის. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |