მე ვიხსენებდი წუხანდელ სიზმარს, როდესაც ოდნავ შეირხა ლელი; როგორც კი ლელი შეირხა ოდნავ, მაშინვე თოფი ავწიე მაღლა, როგორც კი მაღლა ავწიე თოფი, ძაღლი მაშინვე დააკვდა მიწას; როგორც კი მიწას დააკვდა ძაღლი, წამომიფრინდა მაშინვე მწყერი; როგორც კი მწყერი წამომიფრინდა, დაიგრიალა მაშინვე თოფმა, როგორც კი თოფმა დაიგრილა, მწყერმა მაშინვე დაკეცა ფრთები; როგორც კი ფრთები დაკეცა მწყერმა, მაშინვე მოსწყდა მწევარი ადგილს; როგორც კი ადგილს მოსწყდა მწევარი, დაბლა დავუშვი მაშინვე თოფი; როგორც კი თოფი დავუშვი დაბლა, მაშინვე გული დამწყდა რატომღაც და გამახსენდა ჩემი სიზმარი, როგორც კი გული დამწყდა, მაშინვე. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |