მთარგმენლი: გრიგოლ აბაშიძე
მივდივარ, ჩემთან არა ხარ შენა, ჩემი სიცოცხლის შუქო და ლხენავ. მაგრამ იდუმლად ვგრძნობ გულის ცემით, რომ ანგელოზი თანა მდევს ჩემი.
ამ გზაზე იგი რა სახით მახლავს? თმებს რომ მიწეწავს ალერსით სიო, იქნებ ისა ხარ? მასში გეძიო?
ოდნავ რომ ბრწყინავს შუქი ცისკარის? იქნებ ვერცხლისფერ სხივით მკრთომარი ის ვარსკვლავი ხარ, მკრთალი რომ არი?
რომ ჩამომძახის სიმღერას ციდან? მინდვრის ყვავილად გადიქეც იქნებ, თავს რომ გზის პირად ჩურჩულით მიქნევს?
შენს გულთან ახლო დამმალე ჩქარა! "მითხარ, ვინა ხარ, რა ხარ, რომელი? - ჩემი სიცოცხლის მახარობელი! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |