კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ბაღი - ხეების ოცეული,

ხეები - მოშრიალე, ხან უბრები,

გამოჩნდნენ ყვავილები ბროწეულის

და შეთვალული ალუბლები.

ჭირში და ლხინში თანაბრები -

მე და შენ, მე და შენ, შენ და მე,

გაუქმდა საბჭოთა ანაბრები

და ლექსი მოძღნილი შენამდე.

მოახევ გასულ დღეს კალენდარს,

დახედავ მომავალს - ღლაპ უცნობს,

ანათებს, თუმცაღა განელდა

და მოგონებასთან ღლაბუცობ.

გაშლილა მინდვრები გარეუბნების

და მზე მისდგომია მქარგავად.

უთხარ, რატომ არ ეუბნები,

დრო გადის, ერთხელაც არ გავა.

მე შენთან მომიყვანენ ალუბლები

თავის და გზის დასაკარგავად.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ალხაზიშვილი  • • •   გივი ალხაზიშვილის პოეზია

მსგავსი თემები