წითელი მზე აელვარდა მინებთან, მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე. უიმედო გულის ძგერა მინელდა, შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამინ! სადღაც ქარი გადაფრინდა ნაპირზე. გული მიდის, არ ვიქნები ალბათ, მწუხარეა ჩემი მკრთალი ნაბიჯი. როგორც შორი მირაჟების სერია. ახლა უფრო დაფიქრების დროა, ჩადენილი შეცდომები ბევრია. შორეული ყვავილებიც ხმებიან. სამარისკენ აცილებენ ცხედარს და მუსიკის მგლოვიარე ხმებია. სიჩუმეა უსიცოცხლო ველების, რანაირი ნაწამები მივალ, მიმაქვს ჩემი დაკრეფილი ხელები. მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე, უიმედო გულის ძგერა მინელდა, შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამინ!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |