კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ავადა ვარ, ავადა,

მომიდუღე ყავა და

მოვრჩები!

მაგრამ თუკი არ მნახავ,

თუ არ მოხვალ ამაღამ,

უსათუოდ ამაღამ

მოვკვდები!

მაგრამ თუკი მოვკვდები,

თუ შენს მკლავზე მოვკვდები,

მაშინ აუცილებლად

მოვრჩები!

და თუ მაინც მოვკვდები,

თუ ოდესმე მოვკვდები,

სიყვარულის სატანჯველს

მოვრჩები!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

მსგავსი თემები