აკლია! - ბევრი ამბობს და არავინ ამბობს: მაკლია! საქმე კი, ჩვენში დარჩეს და, შენ რომ იფიქრე, მაგრეა. როგორ გადაწყვეტს დემოსი, რომელიც ვიზებს არიგებს სამოთხე - საედემოში. რომელმა უნდა მიაგნოს, რომელი დაგვიდასტურებს განაჩენსა და დიაგნოზს? ტეტიაა თუ გაგრია, და, ვიდრე თვალს არ გაკლია და, ვიდრე ყურს არ გაკლია, შენი კეთილის მსურველებს: რომელი სულელია და რომელი მოისულელებს. მეზობელს სხვა მეზობელი, შერეკილს - შერეკილები და წუთისოფელს - სოფელი. ნაგომარს ნაგომარელი, ხან მიზეზ-მიზეზ ჩიტის რძე, ხან მიზეზ-მიზეზ მარილი, ნიგვზიანსა და კაკლიანს: რა ოხრად გინდა სოფელი, სადაც არავის აკლია?! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |