რა ბინდისფერი ყოფილა წუთისოფელი თეთრი, რა უბედური ყოფილა ბედნიერების ღმერთი.
იღბლიანობა, როდესაც განსაცდელი აქვთ განცდა.
სიცოცხლე, როცა გკლავენ და მაინც ცოცხალი რჩები.
როცა მწვერვალთა დამპყრობი ბუმბულ-საბანში კვდები.
რა ძნელსასმენი ყოფილა უგულო კაცის ზარი.
როდესაც ხატვა არ გინდა და მაინც უნდა ხატო.
ჟამი, ყრუმუნჯთა სცენაზე, როცა მთელი ხმით გალობ.
როცა ყველაფერს წყევლი და თურმე ყველაფერს ლოცავ. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |