და ის ვინც გაქებდა... და ის, ვინც გალხენდა, ნუთუ ერთხელ მაინც აღარ გაგახსენდა?! ნუთუ გახდი ისე ცრუ, ბოროტი, მავნე, - თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე - თავს მევლება ისე, ვით პეპელას ვარდი, თითქმის შემიყვარდა, თითქმის შევუყვარდი, და წამიყვანს სადმე მკერდზე მისაყრდნობალად... და დამრჩები მარტოდ, უნუგეშოდ, ობლად...
შენგან დანავიწყი შენს წერილებს ველი, ეხლაც! ეხლაც-მეთქი, ის შენი დობილი ჩემს მაგიდას უზის იდაყვდაყრდნობილი და ცეცხლისფერ ხმითა ყურში ჩამჩურჩულებს: "ჩემსავითო, გწამდეს, ვერვინ გიერთგულებს!" აი, გადაიძრო თავიდან თავშალი, აი, გადიყარა კოხტად თმა ნაშალი და ცრემლები თეთრი, და ცრემლები წმინდა ნელ ამბორის ყოფით ღაწვზე მომიწმინდა...
იმ შენს დობილისგან თავს ვეღარ დავიცავ - საალერსოდ მიწვევს შენსა ლექთამწყობელს და წაგართმევს ჩემს თავს, და წაგართმევს მკობელს! დააჩქარე, გესმის? - დააჩქარე მალე, თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე - თავს მევლება ისე, ვით პეპელას ვარდი! თითქმის შემიყვარდა, თითქმის შევუყვარდი, და წამიყვანს სადმე მკერდზე მოსაყრდნობლად... და დამრჩები მარტოდ, უნუგეშოდ, ობლად... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |