კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

რაღაც გაწამებს... სხვა მისაწვდომი,

სხვა გზა, სხვა ზეცა, სხვა მოლანდება,

სხვა სივრცეები და სხვა ნახტომი.

სხვა სიყვარული და მონატრება.

სხვა საოცრება, სხვა ზმანებები,

სხვა ნაპირი და სხვა დასაპყრობი,

სხვა გაელვების ცეცხლის ენები,

სხვა ელვარებით სავსე მნათობი.

სხვა სიცოცხლე და სხვა ამაღლება,

სხვა გაზაფხულთა მწუხრის ფერები,

სხვა ოცნებათა ამონათება

სხვა ზარი, სხვა ხმა, სხვა სიმღერები.

სულ სხვა საწყისი და სულ სხვა ბოლო,

სხვა განგება და სხვა ღმერთები,

...ეწამე სულო! ესაა მხოლოდ,

რითაც სამყაროს გზებს უერთდები.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჯანსუღ კორძაია  • • •   ჯანსუღ კორძაიას პოეზია

მსგავსი თემები