კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

რას ჭიკჭიკებ ფიქრის ჩიტო,

ჩემი დარდის ხეზე,

ვიღაც უცხო მონადირე

გვირილებში გეძებს.


მონადირე დაგიჭერს და

გალიაში ჩაგსვამს,

მოგანატრებს არაგვის და

აწყურეთის წყალსა.


ჩუმად ჩემო ფიქრის ჩიტო

მონადირე გეძებს,

ვაი, იქნებ თვალი მოგკრას

ჩემი დარდის ხეზე.


ვიღაც უცხო მონადირე

გვირილებში როკავს,

მოდი ჩემს გულს მოეფარე,

მოდი, თორემ მოგკლავს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები