კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

გაზაფხულის შმაგი ნიაღვარივით,

მოვარდება სიყვარულის ზვირთი,

და ოცნების უთქმელი ზღაპარივით,

სულში უხმოდ აფეთქდება კვირტი.


გული ძგერას უმატებს გამალებით,

ცა იცინის, სხივებს გაყრის მთვარე,

რაღაც ნაზი, ჩუმი იდუმალებით,

აივსები, როცა შეიყვარებ.


მრავალხმიან, ლამაზ გალობასავით

აჩურჩულებს ქარი ღვთიურ ქნარებს,

და ჩაგითრევს უნაპირო ზღვასავით,

რაღაც ძალა, როცა შეიყვარებ.


გაზაფხულის უეცარ ელდასავით,

სადღაც რეკენ ნაზ, უხილავ ზარებს

და წაგლეკავს მოვარდნილი ზღვასავით,

რაღაც ძალა, როცა შეიყვარებ.

მსგავსი თემები