კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

შენ, ჩემო გულისფრიალო,

შენ ჩემო ფერის დაკარგვავ,

რა გვარი გამოგიგონო

ან რა სახელი დაგარქვა?


რაკი შენ ბრაზობ... იცინი...

რაკი შენ სუნთქავ, არსებობ -

ციდან მოცვივა მანანა

და სამოთხეა გარშემო.


მინდა სულ ჩემზე ფიქრობდე,

მინდა სულ ჩემზე დარდობდე,

შენი ცხადი და სიზმარი

მე ერთი ვიყო მარტოდენ.


ავიტან ყველა სიძულვილს,

ავიტან ყველა გოლგოთას,

ოღონდაც შენ ერთს მოგწონდე,

შენ ერთს გიყვარდე ოღონდაც.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

მსგავსი თემები