ეროსი მანჯგალაძეს
"ცუდი კაცი ვარ და ნამდვილად ღირსი ვარ კიცხვის ცოცხალი როცა აღარა ხარ, ლექსს მაშინ გიძღვნი".
ქართული სულის მეჩუქურთმევ, მჭედელ-ხარატო, რა უნდა გითხრა სხვის გაგება-ერთგულებაზე, როცა კაცს, თურმე, საკუთარი გულიც გღალატობს.
და მაინც დარჩი ავთანდილი უშერმადინო, არ მინდა გითხრა სხვებისათვის რაც მაქვს სათქმელი, ვაითუ, ახლაც,სიკვდილშიაც გული გატკინო.
უკანასკნელი ეს ვინ მოგცა სიკვდილის როლი? სულაც არ მიკვირს, თუ უბრალო მოკვდავი ცდება, ზოგჯერ სამყაროს რეჟისორიც არ არის სწორი!
უცხოთა "ბრავოს" - აღტაცების ქართული ცრემლი. დიდებისათვის არ წასულხარ არსად სალაშქროდ, ამერ-იმერში მაინც ქუხდი გაღმა-გამოღმა...
ო,მაგ როლიდან ვერასოდეს ვეღარ გამოხვალ... დაეშვა ფარდა... წინაპრებმა ყიჟინით გიხმეს, ჟრიალი გააქვთ ხის შუბებს და მუყაოს ფარებს...
და ჩვენს ქართულ ეროვნულ ნიღბებს მარადისობის კულისებში წარუძეხ ბარემ!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |