კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დიახაც, ჩვენ ვართ მომღერლები თავისუფლების

და დიდებაზეც თავისუფლად გესაუბრებით,

მაგრამ დიდება ეს რომია, მრისხანე რომი,

ომებს მოითხოვს, მსხვერპლს მოითხოვს მგლის მადაც რომლის.


რას ვიზამთ, როცა ყველა გზები რომში მიდიან,

რომის გზაზე წევს კართაგენი... პონტო.... მიდია...

და ინაღდებენ დიდებას და ძალაუფლებას

გზები - შუბები, მათრახები, გზები - ყულფები.


აქაც, დარბაზში, ლომის ნიღბით ბევრი სეირნობს

აუდიტორიის გასართობად და სასეიროდ

და გამოდიან დიდების და ტაშის მონები -

გლადიატორთა ლეგიონები.


ღრიალებს ცირკი და მოცვივა ტაშს ნაპერწკლები

და პოეტებიც ძველი რომის ჰგვანან მეომრებს,

ჰა, გაშმაგებით მოიქნიეს მყიფე ლექსები

და შუბებივით მიანაყეს ერთიმეორეს.


ზოგიერთებმა რა იოლი გზა გამონახეს

და რა ამაო მღელვარებით ვართ დანატორი,

დიახაც, ხალხის მსახური ხარ, ტყვე ხარ, მონა ხარ,

მაგრამ არა ხარ (ღმერთი, რჯული!) გლადიატორი!


გლადიატორო პოეტებო, ასწით ჩანგები,

დე, რომის ოქრო თქვენს გონებას ნუ დანისლავდეს,

მას გაუმაჯოს, ვინც მონობას აუჯანყდება,

ვინც სპარტაკივით დაეცემა რომში მისვლამდე!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

მსგავსი თემები