და... გაჩნდა შიში, როცა გაჩნდა ადამ და ევა... ვიდოდა შიში დინოზავრად, ვიდოდა დევად. შიშს მისცა ლომის ფაფარი და მამონტის ეშვი. მაგრამ ვერ იქნა და ვერ მოჰკლა ეჭვი და შიში. ეჭვი და შიში ფეხდაფეხ მოჰყვა. და შიშისზარი სამრეკლოებს ყვავებად ესხა. და ფრინვლის დარად ბურტყლს აცლიდა ლტოლვილთა სიზმარს. ნაცარი... ფერფლი... ყვავის ჩრდილი... სამარის ლოდი... ეს შიშნაჭამი მიწა ლუღლუღობს. ურიცხვ ხიშტებად... ჩაჩქანებად... ურიცხვ ჩექმებად... ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი და განსაცდელია, ყოველ ნაბიჯზე საქმე გვაქვს შიშთან. უმარტივესი უჯრედია თუ გალაქტიკა... ეს ხვიარები, ბუტკოს მტვერი, ხავსი და ქინქლა მიხსნიან სიკვდილ-სიცოცხლის იგავს, სიკვდილ-სიცოცხლის განტოლებებს, ეპიტაფიებს, ერთმანეთი რომ შემუსვრისგან ვერ იპატიეს. შიშს ეფუძნება არსთა მთელი იერარქია. გამბედაობა, მოხერხება, ფრთონა, სისხარტე. შეშინებულებს შიშზე შიშით რომ ეპასუხათ. შემოსილია არა ბალნით - არამედ შიშით! ადამიანიც შიშს ამიტომ არ ემონება. შიში მოხატავს პეპლის კაბას და გველის პერანგს. მწვანე ბალახქვეშ არქივები სასაფლაოთა... ამოდიან და განაგრძნობენ დამპყრობლურ ომებს მისი აზრები - შუბოსანი ჭიანჭველები. ერთ ბელტზე მთელმა ვატერლოომ მოიკალათა, ნაბიჯს არ თმობენ... ფუთფუთებს ჟამი საშინელების. თევზთა ქარავნებს ნთქავს ვეშაპი ვეებერთელა და ყვავილიც რომ ყვავილია, ნაზი და სუსტი, ისიც კი, ისიც დასაღუპად უხმობს პეპელას. ვცხოვრობთ იმედით და შიშით ვცხოვრობთ, რადგანაც ჯამი განზიდულობის მიზიდულობის ჯამია მხოლოდ... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |