კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ნეტავ ისეთი ბედის მქნა,

ეს ნატვრა ამიხდებოდეს,

ვიყო ისეთი წერილი,

კითხულობდე და ტკბებოდე.


ვიყო შენივე აჩრდილი,

სირბილში გეჯიბრებოდე,

დღე ვიყო ისე მზიანი,

არასდროს დავღამდებოდე.


ვიყო ისეთი სანთელი,

შენს თვალწინ ცრემლად ვდნებოდე,

დაკოკრილ თხილად მაქცია,

კალთაში ჩაგეყრებოდე.


კოხტა ფეხსაცმლად მაქცია,

რომ ზედ ქუსლებით დგებოდე,

ფერუმარილად მაქცია,

ღაწვებზე წაგეცხებოდე.


შენს ყურთბალიშად მაქცია,

რომ შენი ცეცხლით ვთბებოდე,

ნეტავ ისეთი ბედის მქნა

ეს ნატვრა ამიხდებოდეს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ხუტა ბერულავა  • • •   ხუტა ბერულავას პოეზია

მსგავსი თემები