წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

აჰა, უყურე, შებინდ-ბუნდებით

როგორ ელვარებს ცა მოსარკული.

მე დავიწყებულ გზაზე ვბრუნდები

უუშენობის ჯვარზე გაკრული.

სად მიხვალ, მზერა ვისკენ გაგირბის,

მარტო რად რჩები რწმენის გარეშე?!

აჰა, გრიგალიც კარზე დაგიბი

ბინდში მბორგავი და მოთარეშე.

აჰა, ეს ლექსი მწუხრზე ნაქარგი

ღამე შეკრული გიშრის მერდინით.

მო, დამიბრუნე მზე დანაკარგი

და ამამაღლე ალავერდივით.


მსგავსი თემები