კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მოფრინდნენ წეროები... მოფრიდნენ წეროები...

მოფრინდა ინდოეთს საგაზაფხულო ფოსტა.

ყივილით, ჩეროებით მოხატეს მდელოები...

ფუნჯები თუ დაებნა ცაში უხილავ ოსტატს?!

არის ამ ჟრიამულში რაღაც სხვა გაბრუება,

სამყაროს პირველ შექმნის მუსიკის მონამტვრევი,

შიში და სიხარული მშვიდობით დაბრუნების,

ტკივილიც, სიყვარულიც ნახვის და

მონატრების:

...მოაგნეს საქართველოს... მოაგნეს,

მოატირეს...

ხელებს შლის ცა და ხმელი სამოთხის

დასადარი.

ვაი, რომ აქაც არის თოფი და

მონადირე,

ვაი, რომ უსიკვდილოდ სამოთხე

არსად არის...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

მსგავსი თემები