ჩამოყრილ სხეულთა, უსულო სულთა დრო. ძალით ბრძენთა და წიგნით-ბრძენთა, დიდხნის დაგროვილ სიბრძნის შესწავლით, მოამაყე ბრძენთა დრო. უსულო სულთა, - განურჩეველ სულთა - მართლა განურჩეველ და მოჩვენებით განურჩეველ სულთა, განურჩევლობით მოამაყე სულთა დრო. ჩამოყრილ სხეულთა, უსულო სულთა დრო. ყველაფერ ამის ჩვეულებრივად მიმღებ და “აქამდე აღწევით” მოამაყე სულთა დრო. უმიზნო ვნებათა, და უვნებო მიზანთა ჩამქრალ, ძალით გაღვიძებულ ვნებათა, დაღლილ სულთა და უსულო სულთა დრო. სულიერ სულთა დამორცხვების, სულიერობით დამორცხვებულ სულთა დრო. შავი სისხლივით ღალატი... ყოველგვარი ღალატი შავია. შავია უკმარისი, ჩაულეველი გაუძღები. შავი სისხლივით ღალატი.... |