კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ყრმა იშვა პატარა...

"დიდება მაღალთა შინა

ღმერთსა" - გალობდნენ მაშინა.

ზეგარდმო თხრობილი,

ქვეყნადა შობილი,

კაცთა ძედ მკობილი,

ღმერთად ცნობილი.

იესო ქრისტე სახელად

ეწოდა დასაძახელად, -

გამოჩნდა მხსნელია,

განათდა ბნელია!

სახმილი ნელია,

აღარა ძნელია!

ხმა გვესმა გასახარელი:

მოგვცა ძე საყვარელი!

აწ ერნო, იხარეთ,

სიბრძნენი იხმარეთ,

რაც მოგცათ, იკმარეთ,

ეს ნუ გაიკმარეთ.

ძედ სიტევა ღვთისა მოვლინდა;

კაცთა ძედ ქვეყნადა ვლიდა:

სნეულთა ულხენდა,

ბრმათა თვალს უხელდა,

მკვდართა აღუდგენდა,

წყალს ღვინოდ უქცევდა...


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - პოემა  • • •   დავითიანი / შინაარსი

მსგავსი თემები