კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

შატილის ასულო, ლერწამო ხადიშათ,

სწორებში აგირჩევ ვაჟკაცის ხელითა,

შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან,

კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა.

ბიჭავ, მეც მათრთოლებს ხუჭუჭა თმები და

კლდეებზე ძგრიალი მაგ ცხენის ნალისა,

პატარძლად წამიყვა შატილის მთებიან,

მაყრებად გაგყვება ვარსკვლავნი ღამისა.

ფრიალოს ბილიკზე ამ მკერდით გატარებ,

გრიგალში დაგიცავ მეცხვარის ნაბდითა,

კლდის ზვავის ნაჟურით დაგიბან მაგ თვალებს,

შეგმოსავ პირიმზით ნაქარგი კაბითა.

მზითვებად ცხვრის ფარას მოვკრეფავ მთებიდან

და მაყრულს დავუკრავთ შურთხების ქნარითა,

დღის სიცხეს დავადნობ წამწამთა ფრთებით და

ჯარჯივით დაყრილი ამ თმების ქარითა.

შევუღლდეთ, შევუღლდეთ ლერწამო ხადიშათ,

ვით მთათა ჩანჩქერნი ერთმანეთს ერთვიან,

თუშეთში მზე ნათობს ხევსური ქალისაც,

თუშთა და ხევსურთა დღეს ფიქრნიც ერთია.

ტრფიალი ვაკურთხოთ, ვაჟაუ, ცივი წყლით,

მირონი ავიღოთ ბორბალოს ხევიდან,

შატილის მთებიდან მოყვრობის ბილიკი

ალვნიდან გადავჭრათ საღარა ცხენითა.

თუშ მოყმეს თვალთაგან ცრემლები დამცვივდა,

მთებისკენ ცქერაში და ტიალ ლოდინში,

უშენოდ ალვანში ყინვა მწვავს და მცივა,

შავი კლდის შავ ნატეხს, იოსებ ლონგიშვილს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - იოსებ ლონგიშვილი  • • •  იოსებ ლონგიშვილის პოეზია

მსგავსი თემები