კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დედა უეცრად სხვაგან წავიდა,

ოჯახში საქმე დაგროვდა ბევრი,

არავინ არი -

სკამს და მაგიდას

რომ გადაწმინდოს სამი დღის მტვერი.

ზოგჯერ მეზობლის ლამაზი ლედი

შემოვა,

სიტყვას არ იტყვის ზედმეტს,

მე ვესალმები მეზობელს კეთილს,

როგორც შეჰფერის ჭეშმარიტ ჯენტლმენს.

ხანდახან ხარბი თვალი გამირბის -

ქალის მდიდარი სხეულით სავსე,

დაფეთებული მზერა ღარიბი

აწყდება კედლებს,

აწყდება ვაზებს...

მაგრამ საეჭვო შუქით აღსავსე

სარკეებიდან მაფრთხილებს დედა,

რომელიც მკაცრი თვალით აფასებს

ჩემი ცხოვრების ყოველგვარ დეტალს,

და მე სიტყვას და ადგილს დავეძებ,

და მხოლოდ ადგილს ვპოულობ შემდეგ,

შემდეგ გავდივარ სუფთა ჰაერზე,

როგორც შეჰფერის ჭეშმარიტ ჯენტლმენს..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

მსგავსი თემები