გადარუჯული ცეცხლით ველები და მწვანე მთების მხარგაშლილობა... შენ დამცქეროდი გულგახელებით, თითქოს გტკიოდა ჩემი ჭრილობა.
და ჩვენ დავშორდით ერთმანეთს მალე. შენი ჭიხვინი გულშემზარავი მომაგონდება და მაჟრიალებს.
ასე წავიდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ ისეთი ძნელი და მწარე მაინც არ მახსოვს მე განშორება.
საყვარელ მიწას ერთად ვიცავდით. ჩემო ლურჯაო, ცეცხლში ნატარო, ხსოვნას შერჩები კუბოს ფიცრამდი.
შენთან იყო და შენთან დარჩება. ბრძოლები გველის უფრო მედგარი მშობელი ქვეყნის გადასარჩენად.
ზეცა რომ იქცა ცეცხლის ენებად. აქ, ჰოსპიტალის მყუდროებაში, მე არასოდეს მომესვენება.
შორი ღრუბლების ზღვაში ვარდება. ვფიცავ, არ მინდა მე სხვა წამალი, - მომარჩენს ერთი განავარდება.
ტყვიის წვიმაში გამოვლილები. კვლავ დაგიკოცნი ჭკვიანურ თვალებს და დუშმანს რისხვად მოვევლინებით! |