არც იფიქრო, რომ სიყვარულს გიხსნი,
ან მსურს, მომცე ერთგულების ფიცი,
ვიდრე ძარღვში - საკუთარი სისხლი,
შენთვის უფრო საჭირო ვარ, ვიცი!გიცნობ მარტივ მამრავლებად დაშლილს,
ვიცი, მეტრფი უცნობსა და თამამს
და აღმერთებ ამ მშვენიერ კავშირს,
მშვენიერს და უსაშველოდ მთავარს!...
შოთა ნიშნიანიძე - ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს
ტერენტი გრანელი - მივდივარ, გზაზე ადის ალმური...
ბესარიონ გაბაშვილი (ბესიკი) - ბულბული მოდის მწუხარებით
ჯანსუღ ჩარკვიანი - იმის შემდეგ