ვნებით აღგზნებულ ტანში მივლის მე ჟრუანტელი, ტკბილ მოლოდინს ჟრუანტელი ნარნარით მივლის, და ისე ველი ვიღაც ვაჟსა, ვით ალს კანდელი, ვით მწვანე ყანა, ნაწვიმარი, მხურვალე ივლისს. და მხოლოდ სუნთქვა ვნებიანი სწვდება ჩემ ყურებს… ვფიცავ, ამ ტანის ერთი ნაკვეთიც არ დავიშურო, ოდეს იმ ვაჟის ცხელი კოცნა სულს გამიხურებს. მივტრიალდები და ჩამიხვევს ისეთი ხვევნით, რომ ერთის ნაცვლათ მომაგონებს ვაჟკაცსა სამოცს… მაგრამ - ვაიმე! - როგორ ამწვა ტიტველ ზურგს ქვევით?! თხილის წნელს მირტყამს რბილ ადგილზე ვიღაც თაგუნა… მირტყამს და ჰყვირის: “დანარჩენნი სად არიანო? ფუჰ შენს ნამუსსა, შე ბედშავო, შე… დარიანო!” |