ჩემს წელიწადში ხუთი დროა გაზაფხული ზაფხული შემოდგომა ზამთარი და... დრო, რომელიც გამოვიგონე. რათა, შენი ნაზამთრალი სხეული ეიფორიანარევი სუნთქვით გამეცოცხლებინა, დამსკდარ ტუჩებში იასამნის ყვავილად ჩაგჯდომოდი და მეთქვა გაზაფხულია! რათა, ტალღად დამეხატა ჩემი ვნება, და ნაპირზე მძაფრი შეგრძნებებისაგან გამორიყულს გცოდნოდა, რომ ზაფხული დადგა. რომ შენს სისხლძარღვებში ბოლო სიმთვრალესავით მეხეტიალა და გონდაკარგულს ნაყოფიერების ქალღმერთივით თავს დაგდგომოდი, როგორც შემოდგომა. რათა, მცხუნვარე ემოციებისაგან დაღლილს წუთით ჩაგძინებოდა და ჩემი თმები საბნად დამეფარებინა შენთვის, უკვე თეთრი... ზამთარია... რათა კიდევ ერთხელ მოსულიყო გაზაფხული... გაზაფხული ზაფხული შემოდგომა ზამთარი და... დრო, რომელიც გამოვიგონე... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |