ღამით ცა ჰქუხდა, გრგვინავდა, მთებს მოედრიკათ თავიო. ტყეს გასდიოდა ფოთოლი, ზღვა ბობოქარობს შავიო. დევებსა აქვის ქორწილი, დიდი დარბაზი ზრიალებს. მეც დამპატიჟეს, შევედი, - რა მქისე სუნი ტრიალებს?! სამ პირად ცეცხლი დაენთოთ, ზედ სამი ქვაბი შხიოდა, სტუმრების წინა ხონჩებზედ კაცის თავ-ფეხი დიოდა. უკვენას ყურეშიითა კვნესის ხმა გამოდიოდა: “ძმის ხორცი როგორა ვსჭამო?!” - ყმა ვინმე გამოჰკიოდა. უსმელ-უჭმელად გავსძეხი, ყელშიაც ამომდიოდა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |