მატარებლებით სავსეა ღამე და დაგლეჯილი სხეული ღამის, ბრჭყვიალებს, როგორც მდინარის შლამი, მატარებლების, ცახცახა შუქზე.
და სიკვდილივით ფეხს ითრევს ძილი, და ფიქრებს, როგორც ცარიელ ყუთებს აქანებს ღამის ვეება ჩრდილი.
ჩვენს ერთად ყოფნას - ძალით თუ ნებით, ჩვენს განშორებებს - ხანგრძლივს თუ მოკლეს, ვერ გაიგებენ ვერასდროს სხვები.
და ცხელ რკინაზე იმსხვრევა სხივი და გზები გზებით გადაჭრილები ვერ იკავებენ ხარხარს და კივილს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |