ჩემი სონეტი მოელოდა ეპიტალამას, სიამის ტყუპი - სიამითაც ვიყოთ ტყუპები. საქართველოს მზე გაანათებს სიცოცხლეს ლამაზს, მაშინაც, როცა პოეზიით დავიღუპებით.
ვიცი გავტყდებით და არასდროს მოვიღუნებით, ძველ პოეზიას კადნიერად ვახურავთ ჩალმას, მაგრამ სავსეა სიყვარულით თვალის უპები.
და იალაღზე შენ იქნები მუდამ წინამძღვრად, ამიტომ არ აქვს არც ერთ ყანწელს აქამდე შიში,
ყველას გვინდოდა ყოფილიყავ ჩვენი ამარა, მაგრამ ჩვენ ძმობას დღეს გიბრძანებს შენი თამარი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |