კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ლოცულობს ყველა, ვისაც ჯერ კიდევ

შერჩა ხალისი და მდუმარება.

მე კი ცეცხლივით გულს მეკიდება

ჩემი ცხოვრების გადაგვარება.

ირგვლივ დარდები შემომაშენეს,

თვალის სინათლეს მწუხრნი კენკავენ,

ჩემო ლიახვო, ალბათ, მე და შენ

სამშობლოს იქით გადაგვრეკავენ.

ნიშა ტალღების ზვიად ფერხულზე

იცეკვებს ნისლი - ავდრების დარი.

ავდრების შემდეგ გაზაფხულისკენ

გაიყმუილებს ბებერი მტკვარი.

მე ახლა წავალ, ჭმუნვა მეყრება,

ძვლები ხრჩოლავენ ტანში ყელამდი.

მხოლოდ ეს გული ეგდოს რიყეზე,

ვით სისხლიანი ქრისტეს პერანგი.

ლოკე და ლოკე გულის ზედაშე,

არ გაწყენს, არა, ჩემო ლიახვო!

იქნებ ეს გული აქ აღარ გაშრეს,

ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ძევახო!

გვემული ტანი რომ გაგატანო,

ვაითუ, მოსწყდნენ შენი ტალღები.

ვინ იცის, ვინმემ დაგიტატანოს

და შეკრთე უცბად ცხედრის წაღებით.

ისევ მე ჩევფლავ ჩემს მწირ ცხოვრებას,

იქ, სადაც თვლემდა არმაზის კერპი,

იქ ბინდებს სძოვდნენ თამარის ცხვრები,

ღამე კი შიშით ყვიროდნენ მკვდრები.

და როცა იქით გაავდარდება,

სადაც ეგდება ნეშტი პოეტის.

შენ ამიყვავე ჩემი დარდები,

და ის წარწერა: "კაცს ვერ ვპოვებდი".

მივალ, გიტოვებ გულს ქერქდაგლეჯილს,

ლოკე და ლოკე მდუღარე სისხლი.

ლიახვი ღელავს, როგორც ჯეჯილი,

როგორც მზის შუქზე გამსკდარი ნისლი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ნიკო სამადაშვილი  • • •   ნიკო სამადაშვილის პოეზია

მსგავსი თემები