შენ ჩემო წინამორბედო, უძვირფასესო პაპაო! შენს აჩრდილს ვეამბორები, ლექსიც რამ დამიჩხაპაო. მე რა გიამბო აბაო, ნამდვილო მამულიშვილო, სამშობლოს ეკლის მკაფაო?! თუმცა ხარი ვარ ლაბაო; ჩემისთანები ბაგებზე ასი, ათასი აბაო. ცოლს არ მიცვია კაბაო; შენის ცრემლებით მოვხარშე ჩემის გრძნობების ფაფაო, დიდი სდომნია ჯაფაო; გავუღე სული და გული, როდის ხანია ვყლაპაო, არც დამკარგვია მადაო. ვიცი, არ გამიჯავრდები და არცა მკითხავ: რადაო? თანაც ლექსებსა ვჩმახაო. ჩუმ - ჩუმად კიდეცა ვტირი, რა დაგიმალო, - მნახაო! იქნება არა მძრახაო?! მიშველეთ შენ და შოთამა, მგოსნობა გამიძრახაო, მიხმება, მშრება ხახაო. დაჩოქილი ვარ თქვენს წინა, ვით ერთი ვინმე გლახაო; ლელო რაც დამისახაო. მაშინ თქვენს ნათელს სახეებს მეც პირნათლადა ვნახაო. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |