ჩემი ცხოვრება ძანძახი იყო, ნოემბრის ჟინჟღლი, დეკემბრის თოში. გავჩნდი განგებ, რომ დავღუპულიყავ ჩემს დედინაცვალ საქართველოში.
რა თავში ვიხლი სამოთხის კარებს. ქარიშხლებს სადღაც ჩაეცინებათ, უდაბნოს ხვითქში გაზრდილ მასხარებს.
ჟამთა სიავეს მგზავრი ასცდება, მოვა, დახედავს მკერდის ნიჟარებს. მიცნობს, შეკრთება, შევეცოდები და ტანში ცივად შემაჟრიალებს.
ყველა გამვლელის ნაფიც ჯავარად, და საცოდავი ჩემს ცხოვრებაზე მოჰყვება ტიტინს, როგორც ჯაფარა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |