რა ექნა, იყო ქვა თუ ზეკაცი, ვისთვისაც ზეცა დაპატარავდა. ვისაც არ ჰქონდა სარკმელი მზისკენ და რიჟრაჟებში შუქს იპარავდა! ვინც ძვლების ცეცხლი ვერ დაიყოვნა? ვინც იწანწალა მიწაზე დიდხანს და თავის ჩრდილიც ვეღარ იპოვნა?! ვით ტყის ნადირი, ვით საყდრის გლახა. ვინც მთებს ზევიდან მოსდევდა ბარად, რომ გზებს შეჰყროდა და ევაგლახა. ჩასწყდა ბავშვობა, ყრმობა, კრებული, ვისაც გრიგალმა ვერ მოაგლიჯა წყვდიადი მკერდზე დამაგრებული?! სივრცეებს თვალი ვერ მოარიდა! ვინც პირქვე ეგდო ან სიცოცხლიდან თუ გინდ ვარსკვლავებს გაღმა გაფრინდა. და კრიჭაშეკრულს სძულდა სუყველა... ხედავ, რას ჩადის გულქვა საწუთრო და ყინულივით გულქვა ქვეყანა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |