ვიცი, სულ მალე დავიღუპები. ღმერთი ამ ამბავს რას გაიკვირვებს. კუბოში ავდრით გავიწუწები და სულ არავინ არ დამიტირებს.
ხალხი წუწუნით წავა შინისკენ, ქრისტე ჩემ ახლო დაიწყებს ყიალს და ზარს დარეკენ სივრცეებისკენ.
და დაანთებენ სანთლებს საყდართან. ყურებს სიმღერა გამონელდება, გულიც ჩაქრება ქარში თანდათან.
ჩემი წარწერა ბილწი, უგონო, მგზავრო, თუ გწამდეს ღმერთი მეუფე, წადი, შენდობა არ გამაგონო. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |