კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

კიდევაც აამქუხარე, ლექსები ხალისიანი,

რო ფეხზე დადგნენ გმირები, ძველ ხალხი ხმალ-აბჯრიანი.

ჩვენ ხო იმათგან ვამაყობთ, იმათ დრო ჯობდა ტიალი.

იმათ ჩაგვთვალნეს კაცშია, გზა  მაგვცეს სინათლიანი.

ლექსობა არ მაიწყინო, სხარტი და თავაზიანი,

ლექსი იმედად ძმა არის, ჯაჭვ-ჩაჩქან-ფოლადიანი.

ლექსით ვმკურნალობთ ხშირადა, გულ თუ გვაქვ ტკივილიანი.

ლექსით ვიცილებთ დარდებსა, როცა ბედს მააქვ ზიანი.

ლექსი ცოდნაა კაცისა, ლექსი ხმალია ფხიანი.

მტრისაკე დამიზნებული, თოფია პირცეცხლიანი.

ლექსი სალი კლდის ვეფხვია, მყვირალი, მაღალხმიანი.

ზეცაში გაკვესებული, ელვაა ნაპერწკლიანი.

ლომია აღრინებული, რო მეფობს სახელიანი.

ცის ლაჟვარდებში მქროლავი, არწივი, რკინის მწკლიანი.

მაღალი კლდიდან მჩქეფარე, მდინარე ჩანჩქერიანი.

ლექსი ხანდისხან ტკბილია პირშაქარყინულიანი.

ცით მასულ ანგელოზივით, ქალია გიშრისთმიანი,

ერთგული სატრფო გულისა, განა თუ ღალატიანი.

კარგ სიზმარ გაცხადებული, გზაფართო ყვავილიანი,

ობლისთვის, შორსწასულისთვის, მშობლის ხმა ალერსიანი.

ხალხში გასული სიმართლე, ჭირი და ლხინი ზიარი,

გონების თვალითსაცქერად, მანძილა ჯიხვი რქიანი.

კახეთის კოხტა ხოხობი, ირემრქა-ქორბუდიანი.

ლექსი წყაროა ანკარა, ნაპირქუჩბალახიანი.

ხან ტურფა გაზაფხულია, სულსრო აბნევენ იანი.

გაუტეხელი ხარია, გმირამირანის ხმიანი.

ხალხისთვის გადარეკილი, ზარების ზათქით გრიალი,

როცა სამშობლოს გვართმევდა, დუშმანი ღალატიანი.

ნისლია, მთათა კალთებზე დილის ჟამს თვირთვილიანი.

მწვერვალზე ქართადაქროლვა, ზეცაში ღურბელთ ტრიალი.

ზვავი ვერ მამკლავს ვერასდროს მთიდან რო მააქვ გრიალი.

ვერც წყალი მამკლავს მდინარი, შავ კუპრის ტალღებიანი.

ტყვია ვერ მამკლავს თოფისა, ტყვია ბევრ ცოდვებიანი.

ვერც დუშმნის ენადა მხლართავს, დაუნდო, შხამ-გესლიანი.

ვერც გული გამანადგურებს, მტრისგული ღალატიანი.

მოვკვდები ლექსით დაჭრილი, ლექსით გულ-წყლულებიანი.

საფლავშიც ლექსით ჩავწვები, მდუღარე ცრემლებიანი.

საფლავზე მოვა ლექსის ხე, ლექსის ტოტ-ფოთლებიანი.

გულს ვერ დაათრობ სამუდმოდ, გაივლის მოკლეხნიანი.

ლექსით სამუდმოდ დამთვრალვარ, დავდივარ თვალცრემლიანი.

ცხრაკან ლექსებით დაჭრილი, გულმკერდი დამაქვ ტიალი.

კაცი, ხევსურეთს გაზდილი, ვწერ ვინმე შირაქიანი.

მსგავსი თემები