დაბის პატარა სატუსაღოსთან მოჩანს სამჭედლო და ძველი ხიდი, გლეხი სახედრით ამ ხიდს გადმოსცდა, გზისპირას დაჯდა და ყურძენს ყიდის.
და მუდარაში საყვედურს აქსოვს. ფულს აფრიალებს და გლეხს უძახის: “ერთი მტევანი მომყიდე კაცო“.
კლდეზე შეყინულ ნაკადულს მოჰგავს, მერე გინება ისმის უშვერი, თითქოს ნახირი გადადის ბოგას.
ვიღაცა გამვლელს მიაქვს ნისიად, ხოლო ის გლეხი ტყუის თუ არა, დღემდე პასუხი ვერ გამიცია. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |