ყელსაბამი ლალისფერი, ბროლის ყელზე შესაბმელი, შენის ხელით ნაჩუქარი, სანუკვარი... ყელსაბამი ლალისფერი, ყელსაბამი. შენ მომიძღვენ ყელსაბამი, მე კი ჩემი გული წრფელი მოგიძღვენი. მოგიძღვენი გული შენთვის ანაძგერი. საუკუნო სიყვარულმა ჩვენი გრძნობა, გულის ფეთქვა შეაერთა. შეგვამძივა სიყვარულმა, სიხარულმა. შემოგევლო, შეგჭიკჭიკო, და ფრთა ყოველ გაზაფხულზე გაგკრა გულზე. ეჰ, მერცხალი მაინც ვიყო, შეგჭიკჭიკო. შენს წამწამქვეშ მქონდეს ბინა. ელვა ვიყო, შენს თვალებში გამაცინა. სიყვარულის ცრემლი ვიყო პაწაწინა. ბროლის ყელზე შესაბმელი, შენის ხელით ნაჩუქარი, სანუკვარი... ყელსაბამი ლალისფერი, ყელსაბამი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |