თარგმნა: გივი გეგეჭკორმა
რომელ მხარეში შთანთქა წყვდიადმა ფლორა, დიადი რომის მშვენება, ან თაისი და არქიპიადე სად გაიტაცეს დროის ცხენებმა; და დაცემული ტბაზე ბინდები, ან ის სინაზე და ჯადოქრობა?.. სად არის თოვლის შარშანწინდელი? რომლის მშვენებამ პიერ აბელარს არგუნა ბედად საჭურისობა და სიყვარულის სული შთაბერა; ნებით აქაფდა სენის ზვირთები და ბურიდანი ისროლეს ტომრით?.. სად არის თოვლი შარშანწინდელი? სადღაა მისი ხმა და მაისი. ან დიდფეხება სად არის ბერტა, ან არამბურჟის სახლი მაინზე; რომ აგიზგიზდა მისი დიდების ცეცხლი რუანში. აღარსად ჩანან... სად არის თოვლი შარშანწინდელი? ქრება ციმციმიც მარგალიტების და ვიმეორებთ სოფლის სამდურავს: სად არის თოვლი შარშანწინდელი? |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |