მიყვარს, მიყვარს, მე ტიკტიკი ჩვილის ყრმის, მიყვარს სმენა უცნაურისა მის ხმის, ოდეს იგი ენითა სასუფევლის უალერსებს წიაღთა თავის მშობლის! გარდა დედის ალერსისას არრას გრძნობს; ნებივრობით და ღიმილით სულდგმულობს; ყოველსავე შეუპოვრად მჭვრეტელობს. არ განიცდის იგი საწუთროს ვნებას; იგი თავის სანუკველითა შობით ამუნათებს თვისთა მშობელთ პირიქით. იტიკტიკე, ვიდრე ჟამი დაგხარის, ვიდრემდის ხარ, ყრმაო, თავისუფალი, არ გიცვნია სოფელი მომღერალი! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |