კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ნეტავ კაცის გულს

რა ღრღნის, რა ჭია -

ფუჭ დიდების თუ

სულის ვნებულის,

როცა ვცახცახებთ,

როგორც ბაჭია,

მგლის ყმუილისგან

შეშინებული.

საფეხურებზე

მერყევ კიბეთა

რად ვემგვანებით

ზოგჯერ გორილას,

ან სიყვარული

ვინ დაგვიბედა,

ან სიძულვილი

სად გაგონილა.

ამ ქვეყნად ასე

სანამ ვგმინავდეთ,

მღვრიე ღელეში

სანამ ვცურავდეთ,

სიყვარულიდან

სიძულვილამდე,

სიძულვილიდან

სიყვარულამდე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ზურაბ კუხიანიძე  • • •   ზურაბ კუხიანიძის პოეზია

მსგავსი თემები