სიტყვა გადვაგდე ერშია, სიტყვა, რა სიტყვა? - ეული, ტანჯულის გულის ნაცრემლი, ჯავრით ნაკვები, სნეული, გულგაგმირული, ბეჩავი, თავს მანდილჩამოხეული! რას ვიფიქრებდი, იხარა... წვერს მარგალიტი მოისხა, ტანი ზურმუხტით იფარა; მთელს ქვეყანაზე სხივსა ჰფენს, როგორც ცამ, გამოიდარა. ვით მეფე, ქვეყნის მპყრობელი: ისაა ქვეყნის ნუგეში, იმას შეჰხარის სოფელი; მე ჩემთვის ჩუმად ვიცინი, მისი კეთილისმყოფელი. ან რა საქმე აქვს ჩემთანა? - მიხარის, ჩემმა გაზდილმა რომ ბინა ჰპოვა ერთანა, - ბოროტ კაცთაგან წყეულმა, ბეჩავმა, ცრემლით ნაბანმა, თავს მანდილჩამოხეულმა... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |