ღამეს ათევენ ხეზე ჩიტები, არ შეარხიო, ქარო, რტოები. ღამეს ათევენ ხეზე ჩიტები და ესიზმრებათ უდაბნოები. გადაბუგული მზით და თაკარით. არ შეარხიო, ქარო, რტოები, არ დაუფეთო ჩიტებს სახლ-კარი. ამაღამ მაინც ნუ გათოვდები. ჩიტებს არა აქვთ თბილი წინდები, ჩიტებს არა აქვთ თბილი ოდები. და აფარიათ მწვანე ფოთლები. გამოხვეულან სიზმრის ღრუბელში, ღრუბლებო, ახლა ნუ აღშფოთდებით. დაუხუჭიათ თეთრი ქუთუთო. აცალეთ ახლა ჩიტებს ცისკრამდი, გრიგალო, სუნთქვა არ შეუხუთო. ბრალია ახლა და ნუ ხმაურობთ. აცალეთ, როგორც ზანზალაკებმა დილით რტოებზე გაიჟღარუნონ. კლანჭებს ილესავს ხელი მიმინო, ამაღამ მაინც დაცხრით, ქარებო, და ნუ გაკრთები, ელვის ღიმილო. * * * * * ღამეს ათევენ ხეზე ჩიტები. |