ხიდო, მოგენდე, ჩამიტყდი, წყალს მიმეც ადევებულსა. შორს დამრჩა სატრფო გულისა, იმისთვის დაფეთებულსა. ყველასგან გამეტებულსა, კარგის არადროს მნახველსა, უმწეოს, გარეტებულსა! მე საქმეს გაკეთებულსა. მის ლამის დასალამადა. ან სატრფოს რაღა ვუშველო, ვიცი, რომ არის ავადა. როდი მორჩება თავადა! შავად დავიწყე ცხოვრება და მითავდება შავადა. უგნურის ხელით ნაგებო! ვაჰ, სატრფოვ, ობლად შთენილო, სამოთხის მსგავსო თვალებო, ვერ შევხვდით ერთი-მეორეს, მკვდარი ვეღარას გარგებო! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |