ჭაბუკნო, ვიდრე ცხოვრების დღეთ დილა გინათებთ და სიყვარული გულის ჭირთაც გისიამოვნებთ, არ დაიჩნიოთ შავის ბედის მსწრაფლნი ლახვარნი და შეუპოვრად წარიხოცეთ ცრემლნიცა მწარნი.
ნუ მოარიდებთ სიყმაწვილეს ტრფობისა ალსა! სასაცილოა, ბერიკაცი რომ ყმაწვილობდეს და საბრალოა, როს ჭაბუკი ბერიკაცობდეს!
რომ ყოველი დრო შესაფერად მიმოიხმარა! მაშინცა კმარა დადუმება გულის ვნებათა, კისრად ტვირთება წუთის-სოფლის მძიმე ზრუნვათა,
და ცრუ სოფელი სიყვარულსაც შეჰყრის სარგებელს! მხოლოდ ერთს გირჩევთ და გახსოვდეთ ესე თათბირი, მერწმუნეთ, ძმანო, ნაცადი მაქვს ეს გულის ჭირი:
სულის დამტყვევნელს და გრძნობათა ცრუდ მომღერალსა! აშიკის ენა მას ახარებს, მას ასულდგმულებს, ხოლო სიყვარულს გული მისი ვერ მიიკარებს! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |