ბევრზე ვთქვი ბევრჯერ უარი თავს ამით კი არ ვიმართლებ, ვერც სხვა მიქამდა უარესს, რაც საკუთარ თავს დავმართე. ვღეჭდი, ვამტვრევდი, ვღუნავდი, ვიყავი, როგორც საგანი, მაგრამ მიკრული უნაგირს... სად ვის ვუმტვრიე კარები, ვიყავი, როგორც იარა, ცივი და შეუბრალები... მჩეხდნენ, ვიბრძოდი, ვკიოდი... და სიცოცხლიდან სიკვდილში ნისლივით მიმოვდიოდი. ჩემ წინ ლოდებად ეყარა, ღია მაქვს თხემი თავისა, შიგ შენსას ვხარშავ ქვეყანას... არც რას ვიტკიებ ადვილად და სამყაროთა გავაზე დავცურავ მგლისფერ ნაგრილად. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |