კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ქარაფზე ქარის სიმღერას ვისმენ,

შენს ხმას მაგონებს, სიცოცხლევ ჩემო,

მოჰნატრებიათ სიმაღლე ნისლებს

და იწევიან ზემოთ და ზემოთ.

წევს ლურჯი ბინდი მწვერვალთა ზედა

და ღრუბლებს ზემოთ მთვარე მიცურავს,

მთვარეში მხოლოდ შენს სახეს ვხედავ,

მუხლს მოვიდრეკ და კრძალვით ვლოცულობ.

ვერ შევიშლები ამაზე მეტად,

თავს არ გაბრალებ და არც გაწონებ,

მცდარი აზრია, რად ფიქრობ, ნეტა,

რომ უშენობა გამომასწორებს.

თავს მოვასვენებ ფესვებზე დეკის,

ზევიდან ნისლის კალთას ვიფარებ,

რა უნდა გითხრა ამაზე მეტი,

რაც ვთქვი - ან ისიც რატომ გითხარი.

თავით ვარსკვლავი ცისკრის მინთია,

რომ დილით დამსვას კალთაზე ზეცის,

მწყურიხარ, ესეც დროებითია -

დროებითია, გული რომ კვნესის.

ქარაფზე ქარის სიმღერას ვისმენ,

სიმღერა შენ გგავს, სიცოცხლევ ჩემო,

მოჰნატრებიათ სიმაღლე ნისლებს

და იწევიან ზემოთ და ზემოთ.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

მსგავსი თემები