გავტანჯე მიღმა სამყარო ცაზე ფიქრების წერითა, ღეჭვით დამცვდარის ეჭვებით, გახუნებულის რწმენითა. ნათიბნო ჩემის ცელითა, ჩამობინდული თვალებით მტვრადქცეულთ ჩამოგცქერითა. თავისი მშვიდი გალობით, თქვენგან ვიყავი ჩვეული მცირედ მხოლოდ თქვენ მწყალობდით. ერთიმეორით ვხარობდით, ვესწრაფებოდით შეყრასა, გაყრას აღარა ვჩქარობდით. თავ-თავის ხმაზე ვჩქამობდით, ვტირი და... ცრემლის მაგივრად თვალთაგან სისხლი ჩამომდის. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |