ნათელი - მუდამ, სჯობნისო უკუნს, მაშინ, ჩვენ, რატომ, მივდივართ უკუ?!
მილიონი არ ჰყოფნის, - სრული ათასს - შიმშილით ამოსდის სული...
საქმეს - ისრის და მშვილდის, მასხარად, - ცირკის, ვუყურებთ სინდისს...
ღმერთად, ღირსეულს უღირს, ღირსება - ღინღლად არ უღირს უღირსს...
რაისთვის?!. და რად?!. თავი - ღმერთების რომ მოაქვს დარად?!.
მიწყივ ქვეყნის აწუხებს ვალი, თაღლითს - ტახტისკენ უჭირავს თვალი...
ჩარჩი, - ჩანჩურა ორდე, უღირსი იღებს ღირსების ორდენს...
დავაშროთ ზღვა რით? თეთრის და შავის არ არის ზღვარი...
უკეთ გალობსო ყვავი უსამართლობა ვარდივით ჰყვავის...
საზღვარი – მტკვარსა და არაგვს? – უსინდისობას საზღვარი არ აქვს!!! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |